"შატო ატენმა" სტუმრების დასარჩენად ადგილზე კოტეჯები გახსნა
"შატო ატენმა" სტუმრების დასარჩენად ადგილზე კოტეჯები გახსნა. აღნიშნული სივრცე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარეობს და სტუმრებს ღვინის მარანის გარდა კოტეჯებითაც გაუმასპინძლებს.
შატო ატენის წარმომადგენლის, სოსო ვანიშვილის ინფორმაიით, მშენებლობა 6 თვე მიმდინარეობა .კოტეჯში განთავსდება 3 უფროსი + ორი ბავშვი ან 4 უფროსი. ადგილზე ვთავაზობთ ასევე საუზმეს, სადილს და ვახშამს. ვეცადეთ ყველაფერი გემოვნებიანი და კომფორტული შეგვერჩია, ვფიქრობთ, ეს გამოგვივიდა. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს, რაც სტუმრებს ძალიან გაახარებთ", -აღნიშნა სოსო ვანიშვილმა.
„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს იწყება. სოსო ვანიშვილმა 13 წლის წინ, პირველი ვენახი გააშენა და საუკეთესო მოსავალიც მიიღო. 2016 წელს უკვე ჩამოასხა პირველი ბოთლი ღვინო და გახსნა სადეგუსტაციო მარანი ატენში, სადაც ტურისტებს ვენახში ექსკურსია შესთავაზა. ეს გულისხმობს, ღვინის წარმოების პროცესისის აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს. ამჟამად, კი ამ ყველაფერთან ერთად სტუმრებს ადგილზე დარჩენაც შეუძლიათ. ახლადგახსნილი კოტეჯების დაჯავშნა, სოსო ვანიშვილის თქმით, უკვე დაწყებულია.
სტატიის ავტორი:
2023-03-27
იოსებ ვანიშვილი, შატო ატენი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია
– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– ატენში ვენახი გავაშენეთ 2010 წელს, 1 ჰექტრამდე. 2015 წელს პირველი, ბარაქიანი რთველი გვქონდა. 10 ტონამდე ყურძენი დავკრიფეთ. მარნის დაარსება უკვე აუცილებელი გახდა, თან ატენის ხეობა ყოველთვის იყო ტურისტებით დატვირთული. 2015 წლის დეკემბერში დავიწყეთ მარნის მოწყობა და დავასრულეთ 2016 წლის ივლისის ბოლოსკენ.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– გვაქვს გორული მწვანე, ჩინური და თავკვერის ჯიშის ვაზი. გაზაფხულზე ვაპირებთ დავამატოთ თეთრი ბუდეშურის ჯიშის ვაზი.
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– ვაწარმოებთ ატენურს და თავკვერს. წელს დავაყენეთ ჩინური და ხიდისთაური. ატენის მიკროზონა გამორჩეულია მაღალი ხარისხის, მდიდარი არომატებისა და მსუბუქი, ხალასი ღვინით.
– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– პირველი ბოთლი აგვისტოს პირველ რიცხვებში გაიყიდა, აბრების დაყენების დღეს ორი ტურისტული ჯგუფი გვეწვია. დღეს ჩვენი ღვინო იყიდება კოტე აფხაზის (ძველი ლესელიძის) ქუჩაზე შვიდ ღვინის მაღაზიაში.
– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– ღვინის ნიმუშები გვთხოვეს და გაგზავნილი გვაქვს ამერიკაში, იტალიაში და რუსეთში. ძალიან მოეწონათ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს დეტალებზე.
– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– სირთულე მრავალი შეგვხვდა: ტექნიკის არ არსებობა, ძირითადად ხელით გვიწევს ყველანაირი სამუშაოს წარმოება; მუშახელის არაკვალიფიციურობა; ღვინის ფალსიფიცირება, რაც სტიმულს უკარგავს გლეხს აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია. ვფიქრობ, დასახვეწია კონტროლი ღვინის ხარისხზე. აგრეთვე თანასწორად მიეწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია ყველა რეგიონში წარმოებულ ღვინოებზე და პატარა მარნებზე. ჩვენთან მოსულ ტურისტებს ხშირად უთქვამთ, ჩვენ ღვინო მხოლოდ კახეთში გვეგონაო და გაოცებულები დარჩენილან ქართლის მსუბუქი და არომატული ღვინოებით.
– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– ჩემი აზრით ღვინის კულტურის განვითარებისათვის აუცილებელია ამ მიმართულებით განათლების გაღრმავება, თაობის დაინტერესება მევენახეობა-მეღვინეობით.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევ სწორად შეარჩიონ ვენახის გასაშენებელი ადგილი და ვაზის ჯიშები. პირადად მიიღონ ყველა ოპერაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ისე არავინ გააკეთებს საქმეს როგორც თვითონ მევენახე (ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც უყურადღებოდ დატოვებულმა მუშამ, უვიცობის გამო გამინადგურა სამერმისო ვაზის რქები). უდიდესი ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას მეღვინეობაში. და დაუღალავი შრომის შემდეგ, შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შატო ატენი
მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ატენი.
ტელეფონი: +995 599 15 80 25,
ელფოსტა: soso.vanishvili7@gmail.com
ვებგვერდი:Chateauateni.ge
ფეისბუკგვერდი: შატო ატენი - Chateau Ateni
სტატიის ავტორი:
2020-01-30
ატენში ღვინის ახალი მარანი “შატო ატენი” გაიხსნა
თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ღვინის ახალი მარანი “შატო ატენი” გაიხსნა.
„შატო ატენში“ ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს და დაათვალიერონ ვენახები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობას. ადმინისტრაციამ განაახლა პროექტი „ღვინის გზა.“ მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებული მარნების იდენტიფიცირება. რეკომენდირებული მარნებისთვის მზადდება მანიშნებლები და სახელობით დაფები.
პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად ნახვა